ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია GEM Fest-ის დაფინანსების წინააღმდეგია. ამის შესახებ გახარიამ საქმის კურსს განუცხადა და აღნიშნა, რომ ზოგადად GEM Fest-ზე მსჯელობა გაგრძელდება.
"ჩემი პოზიციაა, რომ Gem Fest არ დავაფინანსოთ", - განაცხადა გახაიამ.
კითხვაზე, რატომ გადაერიცხა ბიუჯეტიდან ფესტივალ 4 მილიონი ლარი ნაცვლად 1,9 მილიონისა, გახარიამ განაცხადა, რომ ეს მენეჯმენტის ხარვეზით იყო, რის გამოც საჭირო გახდა თანხების დამატება.
რაც შეეხება სამთავრობო პროექტს „ჩექ ინ ჯორჯიას“ ეს პროექტი, სავარაუდოდ მომავალ წელსაც გაგრძელდება.
www.bm.ge