ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გიორგი გახარიამ საერთაშორისო საკითხებში მრჩეველი აიყვანა
11 ოქტომბერი, 2017

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას მრჩევლად საერთაშორისო საკითხებში შვედი ბიზნესმენი ჟან ფრედერიკ პოლსენი დაინიშნა. 

აღნიშნული ინფორმაცია „საქმის კურსს“ ეკონომიკის სამინისტროშიც დაუდასტურეს და დასძინეს, რომ პოლსენი გახარიას სხვა მიმართულებებითაც მისცემს რჩევებს. 

„ჟან ფრედერიკ პოლსენი ISET-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა. ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა ISET-თან და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჟან ფრედერიკ პოლსენის გამოცდილება დაგვეხმარება სხვადსხვა დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. 

ცნობისთვის: გიორგი გახარიას მხოლოდ ერთი მრჩეველი ჰყავს. 
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აგვისტოში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შვედი ბიზნესმენი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი ჩოგოვაძეს ცვლიდა, მაგრამ მაშინ აღნიშნული არ დადასტურდა. 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.