ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის ეროვნულ სააგენტოს ისრაელიდან სტუდენტები ეწვივნენ
12 მარტი, 2018

ისრაელის „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტები ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ. სტუდენტებმა დაათვალიერეს სააგენტოში არსებული მუზეუმი, მარანი და ენოთეკა.

სტუდენტების ვიზიტის ორგანიზება გაუკეთა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“ ისრაელის პატრნიორ ორგანიზაციასთან - „სპარკ პროსთან“ ერთად. 

სასწავლო ვიზიტი განხორციელდა „კულტურათშორისი დიალოგი და სახალხო დიპლომატია“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზანდ ისახავს ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.

ვიზიტის პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაცნობას.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.