ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის კლუბი და „ვერის ბაზარი“ ღვინის საახალწლო ბაზრობას აწყობს
14 დეკემბერი, 2017

საახალწლოდ თუკი ღვინის შეძენა გსურთ კარგი შესაძლებლობა გეძლევათ. „საქართველოს ღვინის კლუბი“ და „ვერის ბაზარი“ (ღვინის ქარხანა #1, პეტრიაშვილის 1) მსურველებს ახალ დღესასწაულზე, „ღვინის საახალწლო ბაზრობაზე“ აპატიჟება.

ბაზრობაზე, რომელიც 23–24 დეკემბერს გაიმართება, საქართველოს ყველა წამყვანი კომპანია და მცირე მარანი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც თავიანთ საუკეთესო ღვინოებს შესთავაზებს მომხმარებლებს საახალწლო და საშობაო სუფრისთვის: ცქრიალა ღვინოები, თეთრი მშრალი, ქარვისფერი ქვევრის ღვინოები, წითელი მშრალი, ქვევრის, ნახევრადტკბილი და ტკბილი, ასევე შემაგრებული ღვინოები, მაგარი სასმელი… ღვინის საახალწლო ბაზრობაზე ქართული პროდუქტიც იქნება წარმოდგენილი: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი, მურაბები, შოკოლადი, თხილი და სხვა გემრიელი საახალწლო ნუგბარი. ბაზრობაზე გაიმართება ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც.

ბაზრობა ორი დღის მანძილზე, დილის 10:00–დან საღამოს 20:00–მდე გაგრძელდება. 

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.