ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის ტურიზმის ასოციაციის შუამავლობით ქართული ღვინის ექსპორტი 200-ზე მეტ ქვეყანაში გამარტივდება
03 მარტი, 2016

არაერთ მცირე და საშუალო მარანს დღემდე დიდ დაბრკოლებებს უქმნის ღვინის ექსპორტის თანამდევი ბიუროკრატიული პრობლემები, რაც ღვინის მწარმოებლების მხრიდან სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. 2 მარტს ღვინის ტურიზმის ასოციაციამ გადამზიდავ კომპანია TNT-სთანურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რაც, სწორედ, აღნიშნული სირთულეების დაძლევაზე და ღვინის ექსპორტის პროცედურულ გამარტივებაზეა ორიენტირებული. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ღვინის ტურიზმის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ელენე ბუხაიძემ და კომპანია TNT-ს გენერალურმა დირექტორმა, ნინო მენთეშაშვილმა. 

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ღვინის  ტურიზმის ასოციაცია დაინტერესებულ მარნებს სთავაზობს კომპანია TNT-ს მომსახურების სპეციალურ პირობებს, მათ შორის, საქართველოდან საერთაშორისო გზავნილების „ხელიდან ხელში“ მიწოდების სერვისს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. 

„მოლაპარაკება რომელიც ასე წარმატებით შედგა ღვინის ტურიზმის ასოციაციასა და TNT-ს შორის დიდი ნახტომი იქნება ღვინის ექსპორტის განვითარებისთვის . „კარიდან კარამდე“ სერვისი უზრუნველყოფს ყველა იმ ბიუროკრატიული და ლოჯისტიკური პრობლემების გაიოლებას რაც ზოგადად ტრანსპორტირებას თან ახლავს. მხოლოდ ღვინის ტურიზმის ასოციაციის მეშვეობით შეუძლია მეღვინეს ღვინის გადაზიდვის დროს „კარიდან კარამდე“ სერვისის განსაკუთრებული შემოთავაზების მიღება, ჩვენც ჩვენს პოზიციებს ვამყარებთ და მიღწეული მოლაპარაკებას და შემოთავაზებული პირობების ექსკლუზივით ვსარგებლობთ“ - აღნიშნავს ღვინის ტურიზმის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ჩუბინიძე ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში. 

ღვინის ტურიზმის ასოციაციისა და კომპანია TNT-ს ურთიერთთანამშრომლობის ზოგადი მიზნები ითვალისწინებს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მცირე და საშუალო მეღვინეობების ბიზნესის ხელშეწყობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.