სასტუმროების ქსელი Marriott International-ი აცხადებს, რომ კიბერშეტევის შედეგად, რომელიც 2018 წლის ნოემბერში მოხდა, შესაძლოა კლიენტების შესახებ პერსონალურმა ინფორმაციამ გაჟონა. ამის შესახებ Marriott-ის მიერ 4 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში წერია.
სასტუმროების ქსელის ინფორმაციით, არსებობს იმის ვარაუდი, რომ ჰაკერების ხელში შესაძლოა აღმოჩნდა 5,25 მილიონი ადამიანის დაუშიფრავი და 20.3 მილიონი ადამიანის დაშიფრული საპასპორტო მონაცემები.
არსებობს იმის საშიშროებაც, რომ ჰაკერებმა კიბერთავდასხმით შესაძლოა 8,6 მილიონი საგადასახადო პლასტიკური ბარათის შესახებ ინფორმაციაზეც მიიღებს წვდომა. ამ ბარათებიდან დღესდღეობით მოქმედი სულ ცოტა 354 ათასია.
თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ჰაკერებს ეს ინფორმაცია აქვთ – დასძენენ კომპანიაში.
2018 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ Marriott-ის ქსელის ხელმძღვანელობა მზადაა 500 მილიონ კლიენტს კომპენსაცია გადაუხადოს. Marriott-ის წარმომადგენლების თქმით, დაუდგენელი ბოროტმოქმედები მონაცემებზე წვდომა 2014 წლიდან ჰქონდათ, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ნოემბერში გახდა ცნობილი.
Imedinews