ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჰოლანდიის რეალითი შოუს შედეგები - საქართველოს პოპულარობა იზრდება
29 მარტი, 2018

სულ ცოტა ხნის წინ ჰოლანდიაში ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუს Wie Is De Mol (ვინ არის თხუნელა - „ჯაშუში“) ჩვენება დამთავრდა. რეალითი შოუს ქართველებთან კავშირი არ ექნებოდა, რომ არა მე-18 სეზონი, რომელიც საქართველოში გადაიღეს.

თავიდანვე იყო ვარაუდი, რომ რეალითი შოუს ეთერში გასვლის შემდეგ საქართველოსადი ინტერესი გაიზრდებოდა.

„რეალითი შოუს შემდეგ საქართველო, როგორც ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა სულ უფრო პოპულარული გახდა როგორც ჰოლანდიაში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში“, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. 

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჰოლანდიაში რეალითი შოუს დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. 

რეალითი შოუს მე-18 ეპიზოდთან დაკავშირებით ჰოლანდიაში, ჰილვერსუმში „გულშემატკივრების დღე“ (Fan Day) გაიმართა. ღონისძიებას 1300-მდე სტუმარი ესწრებოდა.

ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის სპეციალური სტენდი იყო გამოყოფილი, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, საქართველოს ავიახაზებმა კი ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით ორი ბილეთი გაათამაშა. ღონისძიების მიმდინარეობისას გაიმართა ფოლკლორული ანსამბლის „მესხეთი“ კონცერტი. 

საქართველოს შესახებ ცნობადობისა და ინტერესის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით ჰააგაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჰოლანდიური პრესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის მიღება გაიმართა. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.