ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Hotel Express Georgia მოგზაურებს მსოფლიოს სასტუმროებში ფასდაკლების ბარათებს სთავაზობს
25 ივლისი, 2017

გლობალური ნორვეგიული კომპანია Hotel Express International-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში Hotel Express Georgia მოგზაურობის მოყვარულებს მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროებში ფასდაკლების ბარათებს სთავაზობს.

Hotel Express Georgia მომხმარებელს სთავაზობს VIP სახელობით ოქროს ბარათს, რომელიც ევროპის ქვეყნებში, 14 000-მდე სასტუმროში 50%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს.

ბარათი მოიცავს – ინდივიდუალური დაჯავშნის კონსიერჟის მომსახურებას 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოს 750 აეროპორტის ლაუნჯებში 50%-მდე ფასდაკლებას, მანქანების დაქირავებას დიდი ფასდაკლებებით, ივენთებსა და ღონისძიებეზე ფასდაკლებებს და ბევრ სხვას.

ბარათი შეიძლება დამზადდეს კომპანიის ბრენდული სახელით ინდივიდუალურად. ბარათის მფლობელს ასე შეუძლია hei.ge-ს სისტემის 140 000 -ზე მეტი სასტუმროს უფასო დაჯავშნით სარგებლობა.

ბარათის სისტემაში უკვე ჩართულია საქართველოს არაერთი სასტუმრო. ბარათის შეძენა და მასზე დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ვებ-გვერდებიდან: www.hotel-express.gewww.hei.gewww.hotel-express.com

შეგახსენებთ, რომ Hotel Express Georgia გლობალური ნორვეგიული კომპანიის Hotel Express International-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს 20%-დან 50%-მდე და ზოგიერთ შემთხვევაში 70%-იანი ფასდაკლებასაც კი 141 ქვეყნის 140 000-ზე მეტ სასტუმროში და ამასთანავე, ფასდაკლების პროგრამებით უსწრებს ისეთ ლიდერ დაჯავშნის სისტემებს, როგორებიც არიან Booking.com და Hotels.com მაშინაც კი, როდესაც ამ საიტებს აქვთ ფასდაკლების აქციები საკუთარ საიტებზე. Hotel Express International-ის სისტემის მონაწილე სასტუმროებს შორისაა ისეთი მაღალი რანგის ბრენდული სასტუმროების ქსელები, როგორებიც არიან Sheraton, Golden Tulip, Renaissance, Hilton, Radisson, Marriot, Intercontinental და სხვა მრავალი.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.