ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჰუალინგის ვიცე-პრეზიდენტი: ქართული ღვინო არაფრით ჩამოუვარდება ფრანგულს და იტალიურს
22 დეკემბერი, 2015

ჩინური ჰუალინგ ჯგუფი ქართული ღვინით ინტერესდება. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, ბაზის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, ჯანგ ძუნი, "აიპრესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ქართულ ღვინოს ჩინურ ბაზარზე საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. მისი თქმით, ქართული ღვინის უპირატესობა, მის დაწურვის ტექნოლოგიასა და ხარისხშია.

"ქართულ ღვინოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ისტორია აქვს, იგი  გამოირჩევა თავისი მდგრადი ხარისხით. ქართული ვენახები და ქართული ყურძენი არის ნატურალური და ბიოლოგიურად სუფთა. ქართული ღვინის დაწურვის ტრადიციული ტექნოლოგია განსაკუთრებულია. ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინო, არც თუ ისე დიდი ხნის წინ შევიდა. მის დამკვიდრებას დრო სჭირდება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის მილიარდ სამას მილიონიან მოსახლეობას, არც თუ ისე ცოტა ადამიანი იქნება ქართული ღვინის ქომაგი. ასე, რომ ქართილი ღვინო არ ჩამოუვარდება, ისეთ ცნობილ ღვინოებს, როგორიც არის ფრანგული და იტალიური. მას ჩინეთში საკმაოდ კარგ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ", - აცხადებს ჰუალინგის ვიცე-პრეზიდენტი.

კითხვაზე ხომ არ გეგმავს კომპანია ჰუალინგი ღვინის სექტორით დაინტერესებას, ჯანგ ძუნი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ჰუალინგი რამდენიმე მწარმოებელთან ახორციელებს მოლაპარაკებებს. "მიმდინარეობს ჰუალინგ ჯგუფსა და რამდენიმე სხვადასხვა ღვინის მწარმოებლებს შორის მოლაპარაკებები, ასე რომ ჰუალინგის ღვინით სერიოზული დაინტერსების შესაძლებლობა საკმაოდ დიდია". სრულ ინტერვიუს ჰუალინგის ვიცე-პრეზიდენტთან და ბაზის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელთან უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

წყარო: http://www.ipress.ge/new/15158-hualingis-viceprezidenti-qartuli-ghvino-ar-chamouvardeba-franguls-da-italiurs


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.