ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იანვარში საქართველოში შემოსვლაზე უარი ირანის 576 მოქალაქეს უთხრეს
18 თებერვალი, 2019

2019 წლის იანვარში საქართველოში შემოსვლაზე უარი სულ 1587 ადამიანს უთხრეს, აქედან ყველაზე მეტი – 576 – ირანის მოქალაქეა. შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ასევე არ შემოუშვეს ინდოეთის 366 და აზერბაიჯანის 124 მოქალაქე. 

საქართველოში ასევე არ შემოუშვეს ისეთი ქვეყნების მოქალაქეები, როგორებიც არიან: თურქეთი(116), თურქმენეთი (72), რუსეთი (58), სომხეთი(50) და ა.შ. 

ასევე იანვრის თვეში, საქართველოდან გააძევეს 4 ადამიანი, რომლებიც იყვნენ ბანგლადეშის, თურქეთის, ინდოეთისა და ჰაიტის მოქალაქეები. 

სავიზო რეჟიმის დარღვევაც ყველაზე მეტ ირანის მოქალაქეს დაუფიქსირდა. იანვარში ირანის 259-მა მოქალაქემ დაარღვია სავიზო რეჟიმი, შემდეგ მოდის ჩინეთის 119 მოქალაქით, შემდეგ კი აზერბაიჯანი 18 მოქალაქით.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.