იაპონელი ბიზნესმენები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და საინვესტიციო გარემოს გაეცნენ
„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტმა იაპონელ ბიზნესმენებს უმაპინძლეს. ისინი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და საინვესტიციო გარემოს გაეცნენ.
მხარეებს შორის შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა.
„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ ფონდის მანდატის, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია და საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა.
ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს იაპონიის კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელმა ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა Sumitomo Corporation, Marubeni, Japan Tabacco International, Hazama-Ando Corporation, Sojitz Machinery Corporation, Mitsubishi Corporation, IHI Infrastructure Systems, H&N Wine Japan, Itochu Corporation, Toyota Caucasus, JETRO და JICA.
მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარებულ ბიზნეს-წრეების შეხვედრაზე იაპონურმა კომპანიებმა საკვები პროდუქტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკური პროდუქციისა და სხვა დარგებში ჩართულ ქართველ იმპორტიორებთან, ექსპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და მყიდველებთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.
www.travelingeorgia.ge