ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იაპონიაში საქართველოს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის შესაძლებლობა აქვს
17 ოქტომბერი, 2018

საქართველო ქართული ღვინისა და კულტურის იაპონიაში ცნობადბის გაზრდას გეგავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე იაპონიის სახელმწიფოს ღვინის საკონსულტაციო კომპანიის AC Asia და SONY-ის საგამოფენო ცენტრის Warehouse TERRADA ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიის სახელმწიფოში Warehouse TERRADA-ს საგამოფენო ცენტრში ექსპოზიციის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ მოწყობის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

კერესელიძემ ქართული ღვინის უძველესი ისტორიის და ვაზის ენდემური ჯიშების სიმრავლის შესახებ ისაუბრა, აღნიშნა ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2018 წელს, სუმოს ისტორიაში პირველად, ქართველი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ლევან გორგაძის გამარჯვება საქართველოს მიმართ იაპონელი ხალხის ინტერესს კიდევ უფრო ზრდის და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

„ჩვენ ვაფასებთ თქვენს უძველეს კულტურას, მოხარული ვართ, რომ საერთო ღონისძიების ფარგლებში, იაპონიაში გვექნება ქართული ღვინის და საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის, ცნობადობის ამაღლების შესაძლებლობა. გვინდა, რომ აღნიშნული ღონისძიება შემდგომი წარმატებული ურთიერთობების დასაწყისი იყოს“, - განაცხადა შიმეონ სატომ, ღვინის საკონსულტაციო კომპანია „AC Asia“ წარმომადგენელმა.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.