ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იმერეთის რეგიონის ბრენდინგზე მსოფლიო ბანკის ექსპერტები მუშაობენ
25 აგვისტო, 2017

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ. იმერეთის გუბერნატორმა უცხოელ ექსპერტებს იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო და ასევე, მათ ამ მიმართულებით არსებული დეტალური ინფორმაციის მიწოდებაც დაჰპირდა. 

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ექსპერტები ამ ეტაპზე სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც რეგიონის ბრენდინგი მოხდება და ტურიზმის სტიმულიურების მიზნით, კერძო სექტორისთვის სამოქმედო გეგმა შეიქმნება.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.