სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ი ქუთაისსა და გორში 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს ხსნის.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა,ქუთაისი Inn-ი მაისის ბოლოს გაიხსნება, გორი Inn-ი (ყოფილი ცირკის ტერიტორიაზე) კი ივნისის ბოლოს.
ორივე შემთხვევაში ეს იქნება მაღალი დონის სასტუმროები. კოკაიას განცხადებით, ქუთაისის სასტუმრო 100 ნომრიანი იქნება, გორი - 120 ნომრიანი.
კოკაიას ინფორმაციით, Inn Group-ი ქუთაისი Inn-ის და გორი Inn-ის მშენებლობაში ჯამში 20 მლნ-იანი ინვესტიცია განხორციელდა.
სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.
business-partner.ge