2017 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით საქართველოს 2 მილიონამდე ტურისტი ესტუმრა. რაც წინა წელთან შედარებით, 30 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელია. ხოლო ტურისტების რაოდენობის ზრდა, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ტურისტულ ბიზნესში ახალი მომსახურებების დანერგვას და შეთავაზებას მოითხოვს, რათა ტურისტულად კიდევ უფრო საინტერესო გახდეს ჩვენი ქვეყანა.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზანია ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს ხელშეწყობა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა.
სააგენტოს სურვილია წვლილი შეიტანოს ქვეყანაში ტურიზმის სფეროს განვითარებაში, რისთვისაც 23 აგვისტოს, 19 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება ღონისძიება, სახელწოდებით - ინოვაციები ტურიზმში.
ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები.
ტექნოპარკში, მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართულ შეხვედრაზე, სააგენტოს ხელმძღვანელობა, მოწვეულ სტუმრებთან, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან, დამოუკიდებელ გიდებთან და ტურიზმით დაინტერესებულ პირებთან ერთად ისაუბრებს ტურისტულ ბიზნესში ინოვაციების და ტექნოლოგიების საჭიროებების გამოვლენაზე, სააგენტოს როლზე ტურიზმის ინოვაციურ და ტექნოლოგიურ განვითარებაში და ამ სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებზე.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველები გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://goo.gl/vsFmLw