იუნესკოს გენერალური დირექტორი საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრი ოდრი აზულეი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია Twitter- ზე ავრცელებს.
"იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ ოდრი აზულეი ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშნა", - ნათქვამია განცხადებაში.
10 ნოემბერს ორგანიზაციის გენერალური კონფერენციის სხდომაზე ოდრი აზულეის კანდიდატურას 131 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, "წინააღმდეგი" – 19 იყო. კენჭისყრაში მონაწილეობას 184 ქვეყნის წარმომადგენელი ღებულობდა.
მანამდე, იუნესკოს თავმჯდომარის პოსტს ბულგარელი მეცნიერი და დიპლომატი ირინა ბიკოვა იკავებდა. ის ამ თანამდებობაზე 2009 წელს აირჩიეს.
imedinews.ge