ივლისში ტურიზმის აღდგენა მნიშვნელოვნად დაჩქარდა და 2019 წლის დონის 80.6%-ს მიაღწია - გალტ & თაგარტი
2022 წლის ივლისში ტურიზმის აღდგენა მნიშვნელოვნად დაჩქარდა და ტურისტების რიცხვმა 2019 წლის დონის 80.6%-ს მიაღწია.
ამასთან, ერთდღიანი ვიზიტორების აღდგენაც საკმაოდ დაჩქარდა ივლისში, რომელმაც 2019 წლის ივლისის 44.3% შეადგინა, რაც 11.0 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს. გალტ & თაგარტის მონაცემებით, 2022 წლის ივლისში 597.9 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი (+158.9% წ/წ, ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) მოგზაურობდა საქართველოში.
ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან (26.2% წილი ჯამურ ვიზიტებში), რასაც მოჰყვება სომხეთი (17.4% წილი) და თურქეთი (16.1% წილი).
ამასთან, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (68.6%-იანი წილი), რასაც მოჰყვა საჰაერო გზით შემოსვლა (30.4%-იანი წილი). ამასთან, ივლისში ტურიზმიდან რეკორდული შემოსავლები შემოვიდა და 476.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.4%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.
ჯამურად, 2022 წლის პირველ 7 თვეში, საქართველოს 1.7 მილიონი ტურისტი ეწვია (+162.5% წ/წ, 2019 წლის პირველი 7 თვის 61.9%) და ტურიზმის შემოსავლებმა 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+220.5% წ/წ, 2019 წლის პირველი 7 თვის 87.4%). ბოლო თვეების დინამიკის გათვალსიწინებით, 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების სრულად აღდგენაა მოსალოდნელი 2019 წლის დონესთან მიმართებით.
commersant.ge