ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
13 სექტემბერი, 2017

თბილისში, პეკინის 30-ში, ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი „პეკინი პლაზა“ შენდება.

პროექტს უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია „სითი რეალ ესთეითი“ ახორციელებს. კომპანიის ოფიციალურ გვერდზე მითითებულია, რომ 2017 წელს კომპანიამ წამოიწყო ახალი, ინოვაციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც გამოირჩევა არქიტექტურით და შეესაბამება ევროპის უმაღლეს სტანდარტებს.

/

19 სართულიან შენობაში საცხოვრებელ სახლთან ერთად, განთვასებული იქნება 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო , ობიექტის მშენებლობა დაწყებულია და სრულდება 2019 წლის გაზაფხულზე.

/

ობიექტის ეზოში მოეწყობა დასასვენებელი პარკი გაშენებული ასწლოვანი მარადმწვანე წიწვოვანი ხე მცენარეებით. კომპლექსი მოიცავს მიწისქვეშა ავტოსადგომს, 1-2 სართულებზე კომერციული ფართები განთავსდება. მე-3 დან მე-10 სართულის ჩათვლით იქნება საცხოვრებელი ბინები, ბოლო სართულებზე ანუ კოშკებში იქნება 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო დიდი ტერასით.

ავტორი: სალომე სოსელია

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.