ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კაფე-ბარი Tratoria - „ჩემი ბიზნესის კონკურენტი თავად ვარ, მინდა მუდმივად სიახლე შევთავაზო მოსულ სტუმარს“
11 სექტემბერი, 2017

განახლებულ აღმაშენებელზე #20-ში კაფე-ბარი Tratoria მდებარეობს, რომელიც სტუმრებს მყუდრო გარემოსა და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. Tratoria 2016 წლის ბოლოს გაიხსნა. „კომერნსატთან“ საუბრისას მისი დამფუძნებელი ზურაბ ოქროპირიძე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის ბიზნესის წამოწყებას ძალიან ბევრი შრომა სჭირდება და წინასწარ რისკების გათვლა რთულია.    

„მიუხედავად წინასწარი გათვლებისა საბოლოოდ ყველამ კარგად ვიცით, რომ მარტივად არაფერი კეთდება. ბიზნესში რისკები ყოველთვის დიდია და ხშირია მოულოდნელობები. ბიზნესი წარმატებული მაშინ იქნება, როდესაც ყველა ჩემს დასახულ გეგმას განვახორციელებ. ამ ეტაპზე კაფე-ბარი სტაბილურად ვითარდება.

სარესტორნო ბიზნესისთვის ერთფეროვნება ხელშემშლელი ფაქტორია, ადამიანს აუცილებლად სჭირდება სიახლე“ , - ამბობს ზურაბ ოქროპირიძე.

 width=784

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ოქროპირიძე აცხადებს, „საქართველოში არაპროფესიონალიზმის პრობლემაა და ეს ყველა სფეროს ეხება. რაც შეეხება უშუალოდ სარესტორნო ბიზნესს, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გამოცდილ კადრებზე გავაკეთოთ აქცენტი.

ადამიანი რომ იყოს პროფესიონალი, მას თავისი საქმე უნდა უყვარდეს. ამ კუთხით ქვეყანაში მეტი პროფესიული სასწავლებელი უნდა გაჩნდეს და სხვადასხვა პროფესია უკეთესად ისწავლებოდეს. ხარისხიანი მომსახურება, ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასაკეთებელი სამქმეა“.

 width=789

Tratoria-ს დამფუძნებელი კონკურენციაზეც საუბრობს.

„ჩემი ბიზნესის კონკურენტი თავად ვარ. მინდა მუდმივად სიახლე შევთავაზო აქ მოსულ სტუმარს. როდესაც საკუთარ თავზე ხარ ორიენტირებული, უკეთესად გამოგდის ის საქმე, რასაც აკეთებ.

ჩვენ მომხმარებელს ხარისხიან საკვებს და მყუდრო გარემოს ვთავაზობთ და კაფე-ბარის კონცეფციაც სწორედ ამას ემყარება. ჩვენთან ძირითადად საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტს შეუძლია შემოსვლა“, - განმარტა ზურაბ ოქროპირიძემ.

 width=796

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.