ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„წარმატება თავდაუზოგავ შრომას ნიშნავს“ – კაფე „ლეღვის“ ერთწლიანი წარმატებული ბიზნესი
04 სექტემბერი, 2017

კაფე „ლეღვი“, უკვე ერთი წელია რაც სარესტორნო ბიზნესში გამოჩნდა, ის ლეღვთახევში მდებარეობს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მისი თანადამფუძნებელი ნათია ნადირაშვილი აცხადებს, კაფეზე მოთხოვნა დიდია და დღის განმავლობაში „ლეღვი“ სრული დატვირთვით მუშაობს.

width=708

ნადირაშვილი ჩვენთან კაფეს დაფუძნების ისტორიასა და მის სამომავლო განვითარებაზე საუბრობს.

 width=706

„კაფე ლეღვი ერთი წლის წინ დაფუძნდა. ლეღვთახევის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე გაჩნდა იმის საჭიროება, რომ აქ მსგავსი სახის ობიექტი ყოფილიყო. თავდაპირველად ჩვენი კაფე სასმელებითა და მსუბუქი მისაყოლებლებით შემოიფარგლებოდა, რადგან ეს ტურისტული ზონაა. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ადგილი ქართველებისთვისაც მიმზიდველი გახდა და მოთხოვნამაც იმატა.

„კაფე „ლეღვი“ ერთი სართულისგან და ვერანდისგან შედგება, თქვენ ასევე შესაძლებლობა გაქვთ ღია ცის ქვეშ, პირველ სართულზეც დატკბეთ ჩვენი სარესტორნო მომსახურებით. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ჩვენთან შემოსვლა მცირე, საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტს შეუძლია. წლის განმავლობაში მოთხოვნა ძალიან გაიზარდა.

ჩვენ სტუმრებს ძირითადად ქართულსა და ევროპულ სამზარეულოს ვთავაზობთ.“ - განაცხადა ნათია ნადირაშვილმა.

 width=707

კაფე „ლეღვის“ თანადამფუძნებლი ჩვენთან ქვეყანაში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბაზარზე დიდი კონკურენციაა, თუმცა სარესტორნო ბიზნესში ცოტაა ხარისხზე ორიენტირებული.

width=714

„პროფესიონალ კადრებზე ქვეყანაში დიდი არჩევანი არ არის და ამ კუთხით თავის დროზე ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ვინც პროფესიონალია, ის უკვე მუშაობს და კონკურენციაც ამ მხრივ დიდია. ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც რთული იყო, თუმცა მაინც მოვახერხეთ საუკეთესო არჩევანის გაკეთება. განვითარების თვალსაზრისით ბიზნესში სირთულეები არ გვქონია.

ზოგადად, ბიზნესის წარმოების დროს არასტაბილური გარემო ხელშემშლელი ფაქტორია. წარმატება თავდაუზოგავ შრომას ნიშნავს და ამან ჩვენ შემთხვევაში გაამართლა. ბაზარზე ნამდვილად დიდი კონკურენციაა, თუმცა სარესტორნო ბიზნესში ცოტაა ხარისხზე ორიენტირებული.“ - განაცხადა ნათია ნადირაშვილმა.

 width=714

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.