კახეთის რეგიონში 10 სექტემბრის მონაცემებით,16 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან, 6 ათას ტონამდე რქაწითელი, 8 ათას ტონამდე საფერავი, 812 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით ფერმერებმა 14,8 მლნ ლარი მიიღეს.
ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 116 ღვინის კომპანია.
ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 58 ღვინის კომპანია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 2,6 ათას ტონას მიაღწია.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი – 6,1 ათასი ტონა, თელავი – 2,5 ათასი ტონა, სიღნაღი – 3,6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,4 ათასი ტონა, გურჯაანი – 1,4 ათასი ტონა, ახმეტა – 567 ტონა, ლაგოდეხი – 289 ტონა და საგარეჯო – 156 ტონა.
www.bpi.ge