ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ ფერმერთა ასოციაციასთან მემორანდუმი გააფორმა
23 მარტი, 2022

ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ყაზახურ-ქართულ ეკონომოკურ გაერთიანებაში აცხადებენ, მემორანდუმი ფერმერული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას და აგრო ტურიზმის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ დარგობრივი პერსპექტივების გაფართოებაზე და ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მნიშვნელოვანია, რომ მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს დარგის განვითარებასთან დაკავშირებული გეგმების, ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარებას. ამასთან, ფერმერულ საქმიანობასთან და აგროტურიზმთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივი მიზნობრივი ღონისძიებებისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას.

“მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ვიმუშავებთ ფერმერული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობასა და ფერმერების საჭიროებების შესწავლაზე, ასევე მოხდება ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერება, გამოცდილების გაზიარება, დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები, შეხვედრები და მოხდება საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირება. ასევე, საყურადღებოა აგრო ტურიზმიც, რომელიც საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარების პოტენციალის მქონე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.  გაერთიანება, თავის მხრივ,  მაქსიმალურად ხელს შეუწყობს  საქართველოს აგრო ტურიზმის პოპულარიზაციას ყაზახეთში, შესაბამისად, ყაზახეთის მხარესთან  ვიმუშავებთ ამ სფეროს შესაძლებლობების შესწავლასა და ურთიერთსარგებლიანი პროექტების განხორციელებაზე,“ - აღნიშნავს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გენერალური დირექტორი ნატა ფედოსეევა.

„მემორანდუმის ფარგლებში მოხდება აგრარულ სფეროში ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის განვითარებისა და კავშირების გაღრმავების მიზნით შეხვედრების ორგანიზება, როგორც ინვესტიციების მოზიდვისა და აგროტურიზმის პოპულარიზაციის, ისე ფერმერული საქმიანობის განვითარებისთვის“,- განმარტავენ  საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.