ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„კერხერ კავკასიამ“ ისტორიული ძეგლების დასუფთავების მეორე პროექტი განახორციელა
30 ოქტომბერი, 2017

არის კი რამე იმაზე უკეთესი, როდესაც საშუალება გეძლევა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში წვლილი შეიტანო? — „კერხერ კავკასია“, რომელიც წარმოადგენს დასუფთავების სფეროში მსოფლიო ლიდერის, ალფრედ კერხერის წარმომადგენლობას კავკასიაში, საკუთარ წილ სოციალურ პასუხისმგებლობას იზიარებს და ქართულ არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლების დასუფთავების პროექტების განხორციელებას ტრადიციად ნერგავს.

ოთხშაბათს, 25 ოქტომბერს, კერხერ კავკასიას ორგანიზებით დიდი ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას ძეგლის წმენდითი სამუშაოები ჩატარდა. ეს უკვე კომპანიის მიერ მეორე განხორციელებული პროექტია. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში, სკოლის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით „კერხერ კავკასიამ“ დიდი ქართველი მოღვაწეების, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლი გაწმინდა, რომელიც  #1-ი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

„ კერხერ კავკასია“ პირობას დებს, რომ აღნიშნული პროექტები უფრო ფართო ხასიათს მიიღებს და სამომავლოდ საკუთარი გუნდით ქვეყნისთვის მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელებას შეძლებს.

(R)


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.