ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კლუბი UNDERWHEEL-ი - წვეულებისა და გართობის არჩევანი
02 თებერვალი, 2018

გამოფენას გეგმავთ? კლუბი UNDERWHEEL-ი მზად არის გიმასპინძლოთ. ფესტივალი ან კონცერტი გაქვთ დაგეგმილი? UNDERWHEEL-ი არც ამაზე გეტყვით უარს. ქორწილისთვის ემზადებით? ბედნიერი ხართ და გინდათ ეს გრძნობა სხვებსაც გაუზიაროთ? UNDERWHEEL-ი ზუსტად ის ადგილია, სადაც ამას  ყველაზე კარგად მოახერხებთ. აქ არც კერძო და კორპორატიულ წვეულებებზე გეტყვიან უარს.

მშვენიერი ინტერიერი, სასიამოვნო, ყურადღებიანი და მუდმივად მომღიმარი პერსონალი, რომელიც მზადაა თქვენს ნებისმიერ იდეას ხორცი შეასხას და ყველაზე პრეტენზიული სტუმარის გემოვნება დააკმაყოფილოს.

სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია აქ უმაღლეს რანგშია აყვანილი და ამას ყოველწამიერად გრძნობთ. ყველა გიღიმის და მზადაა თქვენ და თქვენს სტუმრებს გაუჩენელი გაუჩინოს. ეს ღიმილი და მუდმივი მზაობა არაა მხოლოდ ეტიკეტის და მშრალი მარკეტინგული გათვლის ნაწილი. კეთილგანწყობა და სტუმრის პატივისცემა აქაურების ბუნებრივი მდგომარეობაა.

UNDERWHEEL-ში არჩევანის დიდი საშუალება გაქვთ. უგემრიელეს ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად მენიუში მსოფლიო სამზარეულოს თითქმის ყველა ცნობილ კერძს აღმოაჩენთ. არც სასმელის არჩევისას შეიზღუდებით, - არჩევანი ამ შემთხვევაშიც მრავალფეროვანი და დიდია. 

UNDERWHEEL-ი თავისი ადგილმდებარეობითაც გამორჩეულია. მთაწმინდა, ზღვის დონიდან 770 მეტრი... თბილისის ულამაზესი ხედები თქვენზე და თქვენს სტუმრებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.

UNDERWHEEL-იდან თბილისის ყველაზე ლამაზი ხედი იშლება. აქედან თბილისი ხელის გულზე მთელი თავისი მშვენებით ჩანს. ჰოდა, თუკი წვეულებით მიღებული შთაბეჭდილებების გამძაფრებისთვის მზად ხართ UNDERWHEEL-იდან თბილისს დრონის გარეშეც ზემოდან დაინახავ. ეს ვერანდის დამსახურებაა, რომელიც კლუბის დამატებითი მიმზიდველობაა.

სურვილის შემთხვევაში ზუსტად აქვე ვერანდაზე UNDERWHEEL-ის ვირტუოზ მოსიკოსებს შეუძლიათ კიდევ უფრო გაგიმძაფრონ ეს შთაბეჭდილებები. 

წელიწადის ნებისმიერ დროს აქ უმშვენიერეს კომფორტულ და რაც ყველაზე მთავარია, კეთილგანწყობილ გარემოში აღმოჩნდებით.

კლუბი UNDERWHEEL თბილისის ყველაზე მაღალ წერტილზე გაკაშკაშებული ატრაქციონი „გიგანტური ბორბლის“ (თქვენთვის კარგად ნაცნობი ეშმაკის ბორბალი) ქვეშ მდებარეობს და 1200 კვ.მ ფართობზე გადაშლილი.

UNDERWHEEL “მთაწმინდის პარკის” ნაწილია. თუ სურვილი გექნებათთქვენი წვეულების ფარგლებში მთაწმინდის პარკის სხვა გასართობებიც იქვე ახლოა და დასვენებისათვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევა. ზღაპრული გარემო, სუფთა ჰაერი, უნიკალური ლანდშაფტი, ულამაზესი ხედები და თანამედროვე ატრაქციონები საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ, დაისვენოთ და გაერთოთ მეგობრებთან ერთად.

მთაწმინდის პარკი  თბილისის ყველაზე მაღალი წერტილია. მისი ისტორია 100 წელს აჭარბებს და  და გაშლილია 100 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე.  პარკი დაყოფილია სამ - ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონად. ატრაქციონების გარდა პარკში განლაგებულია რესტორნები და კაფეები, მაღაზიები, სარელაქსაციო ზონები, სადღესასწაულო ცენტრი და ქორწინების სახლი.

პარკთან დაკავშირება შესაძლებელია როგორც სამანქანე გზით (თბილისი-ოქროყანას მიმართულება) ასევე ფუნიკულიორით. მისი ისტორია XX საუკუნის დასაწყისისთვის იწყება, ჯერ კიდევ 1905 წელს აიგო და ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ღირშესანიშნეობად მიიჩნევა.

ასე რომ, არჩევანი ფართო და მიმზიდველია, UNDERWHEEL-ი არის კლუბი და არა მხოლოდ კლუბი თავისი შემოთავაზებებით, არჩევანითა და ადგილმდებარეობით.

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.