2023 წელს დაგეგმილი სამთო-სათხილამურო სპორტის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება, ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია კი გუდაური. ამ ჩემპიონატს, რომ ღირსეულად შევხვდეთ, ღირსეული ინფრასტრუქტურით, ამისათვის დეველოპერული კომპანია „რედკო“ ძალ-ღონეს არ იშურებს და ნელ-ნელა ახალი თანამედროვე ტიპის სათხილამურო ქალაქს ქმნის, რომელსაც ახალი გუდაური ქვია. ახალი გუდაური ზღვის დონიდან 2 196 მეტრის სიმაღლეზე შენდება.
კომპანია რედკო, ქალაქს გენერალური გეგმის მიხედვით აშენებს, სადაც საცხოვრებელ-დასასვენებელ კომპლექსებთან ერთად სხვადასხვა ტიპის ტურისტული ინფრასტრუქტურა ყოველ წელს უფრო მრავალფეროვანს ხდის გონდოლასთან არსებულ პატარა დასახლებას.
ტურიზმის ზრდის დინამიკას თუ დავაკვირდებით, ახალ გუდაურში უძრავი ქონების კუთხითაც მოთხოვნა მატულობს და ერთგვარ ტრენდად იქცა.
კომპანიის მიერ 2012-2017 წლებში დასრულებული და დაწყებული პროექტებში, ჯამში 1400-მდე აპარტამენტის 99% უკვე გაყიდულია. აშენებულ კომპლექსებში ტურისტების მისაღებად ფუნქციონირებს კაფე-რესტორნები, ბარები, მაღაზიები, ტარდება სხვადასხვა გასართობი ღინისძიებები. 2017 წელს ახალ გუდაურში პირველი სამორინე და მსოფლიოში ცნობილი მოდური ბრენდის BOGNER-ის კოლექციებით წარმოდგენილი მაღაზია “Bisplendi” გაიხსნა.
ახალი პროექტების მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყო
2018 წლის მაისში “რედკომ” ახალი პროექტების მშენებლობა დაანონსა - მათ შორის პორექტები “ალპიკი” და “თვინსი” უკვე გაყიდვაშია და იქ აპატამენტების შეძენა 60 000 ლარიდან შესაძლებელია.
გამოდის, რომ ახალა გუდაურში რედკოს აპარტამენტები 1 კვ.მ - 2000 ლარიდან იწყება, რაც კომპანიის წარმომადგენლების თქმით ძალიან კონკურენტული ფასია, იმ შემოსავლის გათვალისწინებით, რომლის მოტანა შეუძლია გუდაურში ბინის გაქირავებას.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ პროექტების ღირებულება ახლა 30%-50%-ით დაბალია, ვიდრე დასრულების სტადიაში იქნება. ტურიზმის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ურავ ქონებაზე. საკურორტო ზონაში აპარტამენტების შეძენით არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელებიც დაინტერესებულები არიან. გაყიდვების მაჩვენებელი კი დაახლოებით 60/40-ზეა, აქედან 60 % საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 40% უცხოეთის.
„ეკონომიკურად აქტიური ზონა ხდება, არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ ზაფხულშიც . 2023 წელს საქართველოში დაგეგმილი სამთო-სათხილამურო სპორტის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი გუდაური იქნება, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს გუდაურის ცნობადობის გაზრდას უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე. მითუმეტეს, რომ ამ დროისათვის „რედკოს“ მიერ ახალი გუდაურის განაშენიანება მეტწილად დასრულებული იქნება და გუდაურში უძრავი ქონების ღირებულებაც სულ სხვა იქნება - განაცხადა “რედკო“-ს მარკეტინგის ხელმძღვანელმა.
ამასთანავე, ჩვენი მიზანია, რომ ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად ვიზრუნოთ მომსახურების დონის ამაღლებაზე, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ბინების მფლობელებისთვის, რომელთათვის ინვესტიცია მთიან კურორტზე არ უნდა იყოს დაკავშირებული სხვადასხვა ტექნიკურ თუ საყოფაცხოვრებო პრობლემებთან. ამაზე ზრუნავს რედკოს ჯგუფი” - განაცხადა მაია ბიჭიკაშვილმა.
www.travelingeorgia.ge