მაია მეტრეველმა ტურისტულ ბიზნესში შესვლა დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად, ყველაზე კომფორტულ და საინტერესო ბიზნესად მიიჩნია. Man ტურისტული კომპანია M-Tour Georgia დააფუძნა და უკვე 6 წელია ქართველ და უცხოელ ტურისტებს მოგზაურობის დაგეგმვაში ეხმარება.
"ერთ დღესაც გადავწყვიტე აღარ ვყოფილიყავი დაქირავებული თანამშრომელი. ასე ავირჩიე ტურისტული ბიზნესი. გახსნის დღიდან, მომხმარებელი გვიცნობს, როგორც გამყვან ტურისტულ კომპანიას მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით’’-ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ტურისტული კომპანიის შესაქმნელად მხოლოდ გამოცდილება საკმარისი არ აღმოჩნდა. ოფისის მოსაწყობად, ტრენინგებისთვის, ინფო-ტურებისთვის და გამოფენებში მოანწილეობისთვის მაშინ დამწყებმა ბიზნესმენმა 30 000 დოლარის საკუთარი კაპიტალი გაიღო. დღეს ამბობს, რომ ინვესტიციამ გაამართლა.
"ემ-ტური" დღეს არამხოლოდ ქართველ ტურისტებს ეხმარება საზღვარგარეთ მოგზაურობაში, არამედ იმ უცხოელებს, რომელთაც საქართველოს მონახულება სურთ.
კომპანია შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით უკვე 2 წელია მუშაობს. "ემ-ტური" გასულ წელს ყველაზე მსხვილბიუჯეტიან და ცნობილ ბოლივუდურ კინოგადაღებას მოემსახურა.
"თამამად ვაცხადებთ, რომ M-tour-ს შეუძლია საუკეთესო მომსახურება გაუწიოს ყველაზე პრეტენზიულ ტურისტებსაც კი",-ამბობს მეტრეველი.
კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების პოპულარიზაციაში.
"შედეგი იყო საკმაოდ წარმატებული. ინდოეთის შეძლებული ოჯახებიდან საქართველოში საკამოდ ბევრი ტურისტი ჩამოდის", - ამბობს მეტრეველი.
M-Tour თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტ ,,ბიზნესდაჯილდოება 2017’’-ის მონაწილეა. ისინი უკვე დარეგისტრირდნენ ნომინაციაში "წლის ტურისტული ბიზნესი".
"ვფიქრობთ უკვე ვიმსახურებთ ჯილდოს, როგორც საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული კომპანია"-აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
www.bm.ge