კომპიუტერულ თამაშში Civilization თამარ მეფის პერსონაჟი დაემატა. თამარ მეფის ეპოქა სტრატეგიული თამაშის მეექვსე ნაწილში გამოჩნდება.
შედეგად, Civilization VI: Rise and Fall-ში საქართველო ცივილიზაციად ემატება და ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია მთავარ პერსონაჟად სწორედ თამარ მეფე აირჩიოს და სწორედ მისი მეშვეობით განავითაროს საკუთარი სამეფო.
თამაშის აღწერაში მოთხრობილია თამარ მეფის ისტორია და მისი ბიოგრაფია. აქვე აღნიშნულია, რომ მან საქართველო გააფართოვა და გააძლიერა.
თამაშში მეომრებად ხევსურულ ფორმებში გამოწყობილი ჯარისკაცები არიან. ამ ტერიტორიაზე კი საქართველოსთვის დამახასიათებელი არქიტექტურის შენობა-ნაგებობებია შექმნილი.
თამაშის ახალი ვერსია ქართული პერსონაჟებით 2018 წლის თებერვალში გამოვა. Civilization სტრატეგიული თამაშია, რომლის ფარგლებშიც მოთამაშე საკუთარ იმპერიას აწყობს.


BM.GE