ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კრაკოვის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ქართული საეკლესიო ხელნაწერებს რესტავრაცია ჩაუტარდება
01 თებერვალი, 2018

კრაკოვის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელნაწერების კონსერვაციისა და რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან. 

ინსტიტუტის დირექტორატთან ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ პოლონეთში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას მიაღწია. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პოლონელ კოლეგებთან ერთად, ეროვნული არქივის სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთაც ისტორიული ხელნაწერების რესტავრაციის დიდი გამოცდილება აქვთ.

მაღალი ალბათობით, საეკლესიო ხელნაწერის ერთ-ერთი ნუმუშს საკონსერვაციოდ საქართველოშიც ჩამოიტანენ.

რესტავრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, მხარეთა შეთანხმებით, ისტორიული დოკუმენტები კრაკოვის ხელნაწერთა ინსტიტუტში ექსპოზიციის სახით გამოიფინება. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.