ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კულინარიული შთაბეჭდილებები „ჯორჯია პალასიდან“
07 აგვისტო, 2018

თუ ისეთ სასტუმროს ეძებთ, რომელიც სასიამოვნო დასვენებასთან ერთად, რესტორნის საუკეთესო მომსახურებასა და უგემრიელეს კერძებს შემოგთავაზებთ, არჩევანი ქობულეთში მდებარე მაღალი კლასის სასტუმრო „ჯორჯია პალასზე“ უნდა შეაჩეროთ.

"ჯორჯია პალასი" შავი ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს, სასტუმროს ყველა ნომრიდან ზღვისა და ბაღის ულამაზესი ხედები იშლება. უნიკალური მიკროკლიმატის ზონაში მდებარე სასტუმროში დასვენებას ბუნებრივი ლანდშაფტი და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სანაპირო განსაკუთრებულ ხიბლს მატებს, სასტუმროში არსებული რესტორნები მრავალფეროვანი მენიუთი და განსაკუთრებული სერვისით კი დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

სასტუმროში რესტორანი Roof Garden Bar and Restaurant მე-6 სართულზე მდებარეობს. გარემოს რესტორანში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია და აქ გატარებული ყოველი საღამო უდაოდ დაუვიწყარი და კულინარიული შთაბეჭდილებებით სავსე იქნება. რესტორანში განსაკუთრებულ სიმყუდროვეს, კომფორტსა და მიმზიდველობას აქ მაღალი კლასის მომსახურება ქმნის. არჩევანი თქვენზეა - მრავალფეროვანი მენიუდან თქვენთვის საინტერესო შეთავაზებას ყოველთვის მიაგნებთ.

რესტორანი სტუმრებს საღამოს 19:30 საათიდან 23:00 საათამდე ემსახურება, გათვალისწინებულია დრეს კოდი. Roof Garden Bar and Restaurant ტრადიციულ კერძებს ცოცხალი მუსიკის ფონზე ა ლა კარტ მენიუთი შემოგთავაზებთ.

აქვეა ღია ტერასა, რომელიც მაღლიდან გადაჰყურებს შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროს, დატკბებით ნაძვთა ხეივნის ულამაზესი პანორამული ხედით.

თუ ღვინის მოყვარული ხართ, შთაბეჭდილების გარეშე არ ჩაივლის აქ არსებული ბრენდირებულ ღვინის მარანში სტუმრობა, ქართული და ევროპული ღვინის კუთხე კი სასიამოვნო არჩევანის წინაშე დაგაყენებთ.

რესტორანსა და ტერასაზე დროის გატარება შესაძლოა დაგეგმოთ როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე კორპორატიული ღონისძიებებისთვის, ბიზნეს სადილისთვის ან გალა ვახშმისთვის.

სასტუმროში კიდევ ერთი რესტორანი „აჭარა“ მდებარეობს. ის სტუმრებს შვედური მაგიდით მასპინძლობს და ქართული და ევროპული კერძების მიქსს სთავაზობს. გარემო დახვეწილი და მყუდროა.

რესტორანი „აჭარა“ მთელი დღის მენიუზე ზრუნავს, რამდენადაც ის სასტუმროს სტუმრებს ბუფეტის ტიპის სამჯერადი კვებით მასპინძლობს. საუზმე, სადილი და ვახშამი თითოეული სტუმრის გემოვნებაზე გათვლილი და მორგებულია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.