კურორტ გოდერძზე 1 კვადრატული მიწის ფართობის ფასი გაიზარდა. ფასის ცვლილებაზე საკრებულომ უკვე დაამტკიცა.
აქამდე კვადრატული მიწი ფასი 3,11 ლარი ღირდა, ამიერიდან კი ფასი 12,44 ლარი იქნება. ცვლილებას გოდერძისთვის კურორტის სტატუსის მინიჭებას უკავშირებენ.
ბოლო პერიოდში კურორტ კოდერძისადმი დამსვენებელთა ინტერესი იზრდება. კურორტ გოდერძის ადმინისტრაციის ცნობით, წლევანდელ სეზონზე დაინტერესება მაღალია და კურორტზე არსებული სასტუმროს და კოტეჯების განთავსების ადგილები სრულადაა დატვირთული.
გოდერძს სტუმრობენ როგორც უცხოელი, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ტურისტები. როგორც ჯერ კიდევ თვის დასაწყისში სტუმრად მყოფმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ განაცხადა, უნიკალური პოტენციალით გამორჩეული კურორტი გოდერძი სულ მალე იქნება ყველაზე მიმზიდველი ადგილი როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
www.travelingeorgia.ge