ქუთაისი ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს - ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება
ქუთაისი მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
განახლებული საჭადრაკო სკოლა, ზაფხულიდან საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირების მასპინძლობას შეძლებს.
ობიექტი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარშია აშენებული და მას შემდეგ შენობის რეკონსტრუქცია არ მომხდარა.
შენობის პირველ სართულზე განთავსებულია ორი - წითელი და მწვანე დარბაზი. პროექტით გათვალისწინებულია მწვანე დარბაზის გაფართოება, რის შედეგადაც მოეწყობა ექვსი ოთახი, თავისი სველი წერტილებით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის ფასადსა და აივნებს.
სამუშაოები ივნისში დასრულდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება 300 000 ლარით დაფინანსდება.
www.travelingeorgia.ge