ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლაშა პაპაშვილი თბილისში Hilton-ის გახსნის თარიღს ასახელებს
17 ოქტომბერი, 2017

თბილისში Hilton-ის პირველი სასტუმრო 2018 წლის მარტში გაიხსნება. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. როგორც ცნობილია, სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, მისი გახსნა თავდაპირველად მიმდინარე წლის გაზაფხულზე, შემდეგ კი წლის ბოლოს იგეგმებოდა.

დღეს ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ Hilton-ის გახსნის  ვადების გაჭიანურებას განმარტავს და აცხადებს, რომ მიზეზი კომპანია „თელასის“ მიერ განხორციელებული სამუშაოებია. „ კომპანია „თელასს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ძველის ნაცვლად ახალ ქვესადგურს აყენებს. პროექტის დროებით გაჩერებაც ამან გამოიწვია“-აცხადებს პაპაშვილი.

მისივე განცხადებით, ასევე პრობლემად რჩება მშენებლობის მიმდებარედ მცხოვრებლების საჩივრები და მათთან სასამართლო დავა.

Hilton Garden inn.-ს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი EBRD-ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე აშენებს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი დოლარია. 14-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერი იქნება განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზე იქნება გათვლილი.


Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. Hilton-ის ბრენდის შემოყვანას, სასტუმროს გახსნა იგეგმება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში 2019 წელს. ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროს გახსნას გეგმავს ლაურა ღაჭავა მელიქიშვილის ქუჩაზე.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.