რაჭაში, სამონადირეო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და განვითარება იგეგმება. საპილოტე პროექტის განხორციელება ლუხუნის ხეობაშია დაგეგმილი.
პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია FAO დააფინანსებს. ორგანიზაციამ საკითხები მხარის ადმინისტრაციასთან განიხილა.
მხარეები მიიჩნევენ, რომ სამონადირეო მეურნეობის შექმნა ხელს შეუწყობს ცხოველთა სახეობების აღდგენას, მხარეში ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებას, მოსახლეობის დასაქმებას და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ლუხუნი ამბროლაურის რაიონშია.
ფოტო: გიორგი დარჩიაშვილი
www.travelingeorgia.ge