ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლიზა გრანიკი: ქართულ ღვინოს მსოფლიოს რუკაზე ადგილის მოპოვების შანსი აქვს
05 თებერვალი, 2018

თუ ქართული ღვინო თავის რვაათასწლოვანი მეღვინეობის ტრადიციებს თანამედროვე სტანდარტებთან შეახამებს, საქართველოს აქვს სრული შანსი, რომ ღვინის მწარმოებელი ქვეყნების მსოფლიო რუკაზე ისტორიული და ხარისხიანი ღვინის მწარმოებელი რეგიონის ადგილი დაიკავოს, - ასეთია ნიუ-იორკელი ღვინის მაგისტრის ლიზა გრანიკის მოსაზრება ქართულ ღვინოზე.

ლიზა ბარნიკი ბაღდათის მუნიციპალიტეტს სტუმრობს და იქაურ ვაზის ჯიშებს, ღვინოებსა და მარნებს ეცნობა.

ღვინის ამერიკელი მაგისტრი ერთ-ერთია საერთაშორისო დონის ღვინის მაგისტრების იმ ჯგუფიდან, რომელიც დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 275 ღვინის მაგისტრს ითვლის და რომელთა აზრსაც საერთაშორისო ღვინის ბაზარზე დიდი წონა აქვს.

ლიზა გრანიკის ორგანიზებით, ბოლო წლებში საქართველოში ღვინის პროფესიონალების არაერთი ვიზიტი გაიმართა, აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში კი ჩატარდა ქართული ღვინის ათეულობით დეგუსტაცია და პრეზენტაცია. როგორც ლიზა გრანიკი აღნიშნავს, ქართული ღვინის ხარისხი სულ უფრო და უფრო იხვეწება და უმჯობესდება.

მისივე თქმით, მსგავსი ღვინის ტურები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდებისა და უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდასა და ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში.

ლიზა გრანიკი საქართველოში გამართული არაერთი ღვინის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო. ამჟამად მუშაობს წიგნზე "ქართული ღვინო" და მისი ბაღდათში ვიზიტიც ვაზის იმერული ჯიშებისა და ღვინოების გაცნობასა და წიგნში ასახვას ეძღვნებოდა. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.