ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლონდონში ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე ქვევრის ღვინოები მცირე მარნებმა წარადგინეს
13 მარტი, 2018

ლონდონში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა RAW WINE-ზე (The Artisan Wine Fair) საქართველოდან ქვევრის ღვინოები მცირე მარნებმა წარადგინეს. 

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს კომპანიებმა: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ბაბანეურის მარანი“, „ნათენაძის მარანი“, „შატო ხაშმი“, „მეღვინეობა ეთნო“, „მეღვინეობა ველინო“, „ნიკალას საოჯახო მარანი“, „მეღვინეობა ტიბაანი“. 

გამოფენაზე სტუმრებმა დააგემოვნეს ქვევრის ღვინო, გაეცნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. ქართულმა ღვინომ წელსაც გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

გამოფენას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.
გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი).

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა. ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ გასულ წლებში აღნიშნულმა გამოფენამ მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.

საქართველო RAW WINE-ში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების, ქვევრის ღვინის ფართომასშტაბით წარმოჩენისა და გაცნობის შესაძლებლობას მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.