ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გამოცემა Lonely Planet-მა საქართველო მოგზაურობისთვის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის დაასახელა
25 ოქტომბერი, 2017

გამოცემა Lonely Planet-მა საქართველო მოგზაურობისთვის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის დაასახელა. 

"მომავალზე მოფიქრალი, მაგრამ წარსულით ამაყი", - წერს გამოცემა საქართველოს შესახებ. აღწერაში ასევე მოთხრობილია თამადის ინსტიტუტის შესახებ, "ისინი პატივის მისაგებად "წინაპრების სადღეგრძელოს სვამენ".

"ასი წლის წინ საქართველომ რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც 2018 წელს საქართველოში ჭიქა შეგიძლიათ აწიოთ და სადღეგრძელო თქვათ", - წერს გამოცემა.

ათეულში არიან ასევე ჩილე, სამხრეთ კორეა, პორტუგალია, ჯიბუტი, ახალი ზელანდია, მალტა, (საქართველო), მავრიტანია, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.

ამასთან, Lonely Planet-მა თბილისს, საუკეთესო ღვინის გამო საუკეთესო ქალაქების ათეულში მეშვიდე ადგილი მიანიჭა.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.