ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მაიდანზე ქართული სამეწარმეო მარკეტი გაიმართება
27 ოქტომბერი, 2017

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით 28-29 ოქტომბერს,  13:00-დან 22:00სთ-მდე, გაიმართება ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია.

გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – სუვენირები, სამოსები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და სხვა. ამასთანავე, ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.

ღონისძიება, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდება, განხორციელდება თანამედროვე თემატიკით, სადღესასწაულო ფორმატში, მუსიკალური გაფორმებით, სასიამოვნო დიზაინით, განათებით და ბავშვებისთვის დამატებითი შემოქმედებითი გასართობი სივრცეებით.

ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ წინა ღონისძიებამ, რომელიც სექტემბრის თვის ბოლოს ჩატარდა, საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და შესაბამისად, მეწარმეების მხრიდან ინტერსიც საკმაოდ გაიზარდა. სწორედ ამ მიზნით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პერმანენტულად აპირებს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას, რომ ხელი შეუწყოს ქართველი დამწყები მეწარმეების პროდუქციის რეალიზაციას.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.