ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Mala’s Garden - ადგილი, რომელსაც თელავში აუცილებლად უნდა ეწვიოთ
27 ივნისი, 2018

ზაფხული ნელ-ნელა უფრო აქტიურ ფაზაში შედის, ტემპერატურაც მაღლა და მაღლა იწევს. რაც ზაფხულის ცხელ დღეებს თანს სდევს, ესაა ყველაზე აქტიური კითხვა - სად შეიძლება გავატაროთ მშვიდი, წყნარი, გრილი და სასიამოვნო საღამო ქალაქის დაბინძურებული ჰაერიგან მოშორებით.

თუ  ეს კითხვა თქვენთვისაც აქტუალურია და მოგბეზრდათ ერთფეროვნება, მაშინ ძალიან კარგი რჩევა გვაქვს, თუ სად შეიძლება გაატაროთ დაუვიწყარი საღამოები თქვენთვის მნიშვნელოვან და ძვირფას ადამიანებთან ერთად.

Mala’s garden-ი რესტორანია თელავის ცენტრში, ერეკლეს ძეგლის მოპირდაპირე მხარეს. მისმა დამფუძნებელმა გიორგი მაჭავარიანმა, რესტორნის გაკეთება მამაპაპისეულ კარ-მიდამოში გადაწყვიტა და თავისი დანაზოგით ეს ადგილი ჯადოსნურ სამყაროდ აქცია.

რესტორნის სახელწოდებაც მამა-პაპისეულია. როგორც რესტორნის მფლობელი ამბობს, მას ფსევდონიმი „მალა“ წინაპრებისგან ერგო, როგორც ეს ადგილი. შესაბამისად, რესტორანსაც ეს სახელი დაარქვა.

იქ მისვლისას, რაც პირველ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე, ეს ეზოა, სიმწვანეში ჩაფლული. ეზოში უამრავი სახეობის მცენარე და ყვავილია.

ამ სეზონზე, როცა მზე აქტიურად ანათებს, ეზოში თავის შეფარება და ამ სილამაზით ტკბობა დასვენებისთვისა და განტვირთვისთვის ძალიან კარგი საშუალებაა.

აქ კერძებიც უგემრიელესია. ძირითადად აქცენტი ქართული ტრადიცული კერძებზეა, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით მზადდება თქვენთვის.  

თუ Mala’s garden-ის Facebook Page-ს გადახედავთ დარწმუნდებით, რომ აქ განსაკუთრებული გარემო და უამრავი კმაყოფილი მომხმარებელია, რომლებიც სხვებს უზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს.

მხოლოდ კერძები კი არა აქ სასმელებიც უგემრიელესია. შეგიძლიათ აარჩიოთ უამრავი სახეობის ღვინიდან თქვენთვის სასურველი და დააგემოვნოთ.

რესტორანი მხოლოდ ტერასით არ შემოიფარგლება. ცუდი ამიდებისათვისა და ზამთრისთვისაც მომზადებულია. აგურით ნაშენებ ძველ შენობას სარდაფი აქვს, რომელიც რესტავრირებულია, თუმცა ძველი იერსახე შენარჩუნებული აქვს.  ზამთარში რესტორანი სწორედ ამ უძველეს ადგილზე მასპინძლობს თავის სტუმრებს, უქმნის მყუდრო და თბილ გარემოს.

აქ ინტერიერიც გამორჩეული და გემოვნებიანია. ხშირად ეწყობა ცოცხალი მუსიკის საღამოები.   უკვე გაიმართა საქსაფონის, აკორდოენისა და ვიოლინოს რამდენიმე კონცერტი.  ხშირად მღერიან აგრეთვე ბენდები და მომღერლები. 

რესტორანს ჯამში, ერთ საღამოს, 100-150 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. შესაბამისად, შესაძლებელია ქორწილებისა და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად.

როცა ყველა მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელებაშია, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა mala’s garden-საც არ გამორჩენია. თუ თქვენ საღამოს არსად წასვლა არ გინდათ, იმის გამო, რომ არ გსურთ გამოტოვოთ თამაშები, მაშინ მით უმეტეს გირჩევთ, რომ ეწვიოთ ამ ადგილს. მოთავსდეთ კომფორტულ ადგილზე, დიდი ეკრანის წინ, შეუკვეთოთ ცივი ლუდი და ისიამოვნოთ ფეხბურთით.

Mala’s garden-მა tripadvisor.com-ზე საკმაოდ მაღალ რეიტინგს მივაღწია.  ეს ადგილი, როგორც ადგილობრივებისთვის ასევე ტურისტებისთვის ძალიან საყვარელ რესტორნად იქცა, თავისი გამორჩეულობით და დახვეწილობით. ეს ადგილი ნებიმისეი ადამიანის გემოვნებაზეა მორგებული.

ასე რომ, გირჩევთ თუ კახეთში ხართ, აუცილებლად ესტუმროთ ამ ადგილს, ხოლო თუ არ ხართ, გზა და სიშორე ნუ შეგაშინებთ, ეს ადგილი ნამდვილად ღირს ამად, მოლოდინებს აუცილებლად გაგიმართლებთ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.