ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მამუკა წოწერია: m2 ზუგდიდში მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას გეგმავს
06 მაისი, 2022

ზუგდიდში, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს.

„გამსახურდიას ქუჩაზე  „ემ კვადრატზე“ ქონება გავყიდეთ. საუბარია,9 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართზე. საინვესტიციო ვალდებულებაა $8 მლნ-ი. ეს იქნება 120 ნომერზე გათვლილი, მაღალი კლასის სასტუმრო,“-აცხადებს წოწერია.

მისი განმარტებით, სამშენებლო ნებართვა 2021 წლის ნოემბერში გაიცა, პროექტის განხორციელების ვადად კი 30 თვე განისაზღვრა.

წოწერიას ინფორმაციით, განიხილება 5 ვარსკვლავიანი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობა.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.