ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მაქსიმალურად ვაძლიერებთ ჩვენი სამინისტროს გუნდს, რომელიც ტურიზმის პოლიტიკაზე მუშაობს – ნათია თურნავა
25 მაისი, 2021

„მარიამ ქვრივიშვილი თავისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, კრეატიულობითა და მონდომებით იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი საყრდენი ტურიზმის მიმართულებით, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მარიამ ქვრივიშვილის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის ფაქტი.

„ჩვენ მაქსიმალურად ვაძლიერებთ ჩვენს გუნდს, სამინისტროს გუნდს, რომელიც მუშაობს ტურიზმის პოლიტიკაზე. ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მარიამ ქვრივიშვილის ჩემს მოადგილედ დანიშვნის შესახებ”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, მარიამ ქვრივიშვილი შეიმუშავებს ტურიზმის ახალ პოლიტიკას, რომელიც პანდემიის გამო, განახლებას საჭიროებს. ასევე საქმიანობას წარმართავს ახალ პროექტებსა და ქვეყანაში ტურიზმის აღდგენაზე. „ჩვენ ვაგრძელებთ იმ გუნდის გაძლიერებას, რომელიც ტურიზმის საკითხებზე მუშაობს და მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეებს მოგახსენებთ,” – განაცხადა მინისტრმა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.