“მარკეტინგულ აქტივობამდე, საჭიროა, კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია და კვლევების ჩატარება”
ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის ალტერნატიული სარეკლამო არხები კონკრეტული რეგიონებისთვის უფრო მიზნობრივი იქნება. მისივე განმარტებით, არ შეიძლება ერთი და იგივე მარკეტინგული სტრატეგიის სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელება.”ჩვენ შეიძლება უფრო კონკრეტულად შევიდეთ ევროკავშირის, აშშ-ის და ჩინეთის ბაზრებზე. აქტივობა შესაძლებელია იყო, მაგრამ არა იმ სიმძლავრის და ეფექტურობის, რისთვისაც დღეს საქართველო მზად არის. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ Wizzair-მა დაანონსა ახალი მიმართულებები განსაკუთრებით იმ რეგიონებიდან, რომელიც ჩვენთვის მნიშნველოვანია”, – განაცხადა მან.
მისივე განმარტებით, ნებისმიერი აქტივობის განხორციელების წინ, საჭიროა, კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია და კვლევების ჩატარება.
“ჩვენ არ შეიძლება გვქონდეს იდენტური მარკეტინგული აქტივობა სხვადასხვა ქვეყნებში. ამისთვის საჭიროა, სრულფასოვანი და ძირეული კვლევების გაკეთება. ამის გარდა, სანამ რაიმე აქტივობას განვახორციელებთ, აქტიური კომუნიკაციაა საჭირო კერძო სექტორთან. მათ უნდა იცოდნენ რა ბაზარზე იხარჯება კონკრეტული რაოდენობის თანხა და რას ველოდებით, რომ უკვე მზად ჰქონდეთ ტურისტული პროდუქტი”, – განაცხადა ქვრივიშვილმა.