2019 წლის 31 მარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანგული კომპანია air france შემოდის,
რომელიც კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას პარიზი – თბილისი- პარიზის მიმართულებით რეისებს შეასრულებს.
Air France ევროპის ერთ-ერთი უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წელს დაარსდა. 2004 წელს, ნიდერლანდების KLM-ის ავიახაზებთან გაერთიანების შემდეგ, Air France-KLM ევროპის მე-4 უდიდეს ავიაკომპანიად იქცა.
ავიახაზებს ყოველწლიურად 77 მილიონზე მეტი მგზავრი 243 მიმართულებით, 103 ქვეყანაში გადაჰყავს.