მარტვილის კანიონის განვითარების შედეგად ადგილობრივებმა ტურიზმიდან 3,5 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს
მარტვილის კანიონზე თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად, ადგილობრივებმა ტურიზმიდან 3,5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობამ 1 წლის განმავლობაში 120 604 ათასი შეადგინა. მარტვილის კანიონში და მის მიმდებარედ, დასაქმებულთა რაოდენობა 50-დან 120-მდე გაიზარდა.
მარტვილის კანიონზე ვიზიტორთა ცენტრის და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ 1 წელი გავიდა.
მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა საოჯახო სასტუმროების რაოდენობა. 2016 წელს ადგილზე სულ 10 სასტუმრო ფუნქციონირებდა. დღეს მათი რიცხვი 25-ია. 1-დან 5-მდე გაიზარდა კვების ობიექტების რაოდენობა.
განვლილი 1 წლის განმავლობაში, მარტვილში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 5 მლნ ლარს მიაღწია. ვიზიტორთა ცენტრის შემოსავალმა 1 404 278 ლარს.
www.bpi.ge