ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მასპინძლობა ქართულად - აშშ-ის და ევროპის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების ვიზიტი საქართველოში
29 მაისი, 2018

ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უმასპინძლა.

ჰარვარდის, ტუფტის ფლეტჩერის და ჰუმბოლტის უნივერსიტეტის დიპლომატიის, პოლიტიკის მეცნიერებებისა და სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები საქართველოს პროგრამის „აზიის ლიდერთა ცენტრი“ ფარგლებში ესტუმრნენ.

სტუმრებმა ქალაქები სიღნაღი და თელავი დაათვალიერეს, კომპანიას „შატო ზეგაანი“ ესტუმრნენ და, მინისტრთან ერთად, ღვინის დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა.

„აღფრთოვანებული ვარ თქვენი ქვეყნის ისტორიით, სტუმარ-მასპინძლობის წესით და მეღვინეობის ტრადიციით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჩვენ არაერთ ქვეყენაში ვიყავით, მაგრამ ასე თბილად და მეგობრულად, როგორც თქვენ მიგვიღეთ, არსად უმასპინძლიათ. საოცრად შთამბეჭდავია თქვენი ქვეყნის და ქართული ღვინის ისტორია. ვაპირებ წიგნი გამოვცე ამ მოგზაურობის შესახებ და აქვე შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნულ კრებულში საქართველოს და ქართულ ღვინოს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა. ჩვენ თქვენი ქვეყნის ელჩები ვიქნებით ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ჯგუფის ლიდერმა, „აზიის ლიდერთა ცენტრის“ პრეზიდენტმა სამუელ კიიმ.

ვიზიტის მიზანი საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლის, გეოპოლიტიკური და აგრარული პოტენციალის გაცნობა იყო.

დელეგაციის 18 წევრი 11 ქვეყნის (აშშ, სამხრეთ კორეა, ისრაელი, პოლონეთი, იაპონია, ბანგლადეში, თურქეთი, ავსტრალია, მალაიზია) წარმომადგენელი იყო.

კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ წარმატებული ქართველები, ფლეტჩერის დიპლომატიის და სამართლის სკოლის მაგისტრი ზვიად აძინბაია და ჰუმბოლტის უნივერსიტეტის (გერმანია) მაგისტრი ანა კიკნაძე.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.