ძველ თბილისში, მეიდანზე 23- 24 დეკემბერს ნაძვის ხეების ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი “მეიდან ივენთსის” ორგანიზებით ჩატარდება და წარმოდგენილი იქნება ორიგინალური ნაძვის ხეები, ჩატარდება საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, სადაც შეძლებთ საოცარი საახალწლო ხელნაკეთი ნივთების, სამკაულების, სათამაშოების და აქსესუარების შეძენას.
ორგანიზატორების ცნობით, ამავდროულად შესაძლებელი იქნება უამრავი ტკბილეულის მათ შორის ჩურჩხელების, გოზინაყის, ცხელი გლინტვეინის, ჩაის, შოკოლადების დაგემოვნება.
24 დეკემბერს "ნაძვის ხეების ფესტივალს" მეიდანზე, ესტუმრება კოკა-კოლას ქარავანი უამრავი საჩუქრით, ზღაპრის გმირებით და საახალწლო განწყობით.
დღის ბოლოს გაიმართება გრანდიოზული ფოიერვერკი.
დამთვალიერებკების განწყობაზე ყველასთვის საყვარელი საახალწლო თემატიკის მუსიკა მთელი დღის განმავლობაში იზრუნებს .