ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მერია 'თბილისიმარათონზე' განცხადებას ავრცელებს
19 ოქტომბერი, 2017

„თბილისიმარათონი 2017“ 22 ოქტომბერს კვლავ გაიმართება. თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორებმა, თბილისის მერიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ გამართული მოლაპარაკების შედეგად, მარათონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეცვალეს. „თბილისიმარათონი 2017“ ნაცვლად დილის 9:00 საათისა, 8:30-ზე დაიწყება და ღონისძიება 14:00 საათის ნაცვლად 11:00 საათზე დასრულდება, რაც მერიის ცნობით, დედაქალაქის ქუჩების პარალიზებისა და მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს. 

"თბილისის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც მარათონის მონაწილეების, ასევე, მოქალაქეების ინტერესები გაითვალისწინა. 

ღონისძიების მიზნების - ქველმოქმედებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციიდან გამომდინარე, თბილისის მერია წლებია, „თბილისიმარათონის“ მხარდამჭერია. დედაქალაქის მთავრობა წარმატებას უსურვებს სხვადასხვა გარბენის მონაწილეებსა და ღონისძიების ფარგლებში ჩამოსულ სტუმრებს. ", - განმარტავენ მერიაში.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.