ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მარიოტი, მოქსი თბილისი, მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსი - პროექტები OPIC-ის თანამონაწილეობით
29 მარტი, 2018

ტურიზმისა და მომსახურების სფეროში აშშ–ის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის (OPIC) თამონაწილეობით თბილისში რამდენიმე პროექტია განხორციელებული, მათ შორისაა თბილისი მარიოტი, ქორთიარდ მარიოტი, მოქსი თბილისი, მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსი.

პროექტებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ OPIC-ის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტები OPIC-ის წარმომადგენლებთან მერილ ბურპოისთან და ფარდინ ჩაუდრისთან ერთად განიხილა.

OPIC-ის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია აშშ–ის მთავრობის უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის მიერ დაფინანსებული პროექტების შესწავლა.

აშშ–ის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტი ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. OPIC–ი თავს უყრის კერძო კაპიტალს და მას სხვადასხვა ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად მიმართავს. OPIC–ი აშშ–ის კერძო სექტორთან თანამშრომლობს და მას განვითარებად ბაზრებზე შესვლაში ეხმარება. OPIC–ი ხელს უწყობს კერძო სექტორის შემოსავლების მატებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას როგორც აშშ-ში, ასევე საზღვარგარეთ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.