ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მგზავრები “ჯიპიაის” სამოგზაურო დაზღვევის შეძენას ქუთაისის აეროპორტშიც შეძლებენ
13 ივნისი, 2017

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს ახალ სერვისს სთავაზობს.

კომპანია “ჯიპიაის” სასურველ სადაზღვევო პაკეტს მგზავრები აეროპორტში, გამგზავრებამდე შეიძენს.

აეროპორტში “ჯიპიაი” მგზავრებს სხვადასხვა სახის სადაზღვევო პოლისებს სთავაზობს, მათ შორის სტანდარტული (ერთჯერადი) – განკუთვნილია საზღვარგარეთ მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. “ბიზნეს თრეველი” – განკუთვნილია მათთვის, ვინც წლის განმავლობაში ხშირად მოგზაურობს.

მრავალჯერადი – საზღვარგარეთ გრძელვადიანი ვიზიტისას. პოლისი ტურისტი – განკუთვნილია უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელიც მოგზაურობს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანი და ტურისტული მიზნით.

წლიური მრავალჯერადი – ითვალისწინებს სამოგზაურო დაზღვევას წლის განმავლობაში გრძელვადიანი ვიზიტებისას.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.