კახეთის აეროდრომით "მიმინო" ძირითადად უცხოელები სარგებლობენ. "საქმის კურსს"აეროდრომში, რომელიც ძირითადად სასწავლო დანიშნულებისაა, განუცხადეს, რომ მოთხოვნა უმეტეს შემთხვევაში საჰაერო ტურებზეა და იშვიათად მიფრინავენ დამკვეთები თელავიდან ბათუმში, მესტიაში ან სხვა აეროპორტებში.
"მიმინოში" აღნიშნავენ, რომ მუდმივი ფრენები თელავის აეროდრომიდან არ ხორციელდება და თუ ამ მიმართულებით დაინტერესება იქნება, ადმინისტრაცია შესაბამის ნაბიჯებს გადაგამს.
"ძირითადად დაკვეთები მაინც საჰაერო ტურებზეა, როდესაც ვიზიტორებს სურთ აღმოსავლეთ საქართველოს ღირსშესანიშნაობების დათვალიერება ვერტმფრენით",- აცხადებენ აეროდრომში.
მათი ინფორმაციით, დამკვეთები 70%-ში უცხოელები არიან, დანარჩენი კი ადგილობრივები. „მიმინოს“ ყოველთვიურად დაახლოებით 70 მგზავრი ჰყავს.
თელავის აეროდრომი "მიმინო" გასულ წელს გაიხსნა. აეროდრომი საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრია და კერძო ფრენებსაც ახორციელებს.
www.bm.ge