ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მოგზაურობა საქართველოში - გადაცემა ჩეხი ტურისტებისთვის საქართველოზე
02 აპრილი, 2018

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს ჩეხეთის საზოგადოებრივი არხის გადამღები ჯგუფი ეწვია.

გადაცემა Objectiv-ის ჟურნალისტები ვრცელ რეპორტაჟებს მოგზაურობასა და კულტურის შესახებ ამზადებენ. სატელევიზო პროგრამას მილიონამდე მაყურებელი ჰყავს.

ჩეხი ჟურნალიტები საქართველოში პილიგრიმულ ტურიზმზე 3 სერიას მოამზადებენ. ამ მიზნით 4 კაციანი გადამღები ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადახვა რეგიონში იმოგზაურეს. მოინახულეს ყაზბეგი, მცხეთა, იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი. თბილისში, განახლებულ აღმაშენებლის პროსპექტზე ჩეხ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.